Google+

რელიზები

10.01.2012 საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის მოსახლეობას მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა
10.01.2012 მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში ახალი უბნის განაშენიანების  პროექტი და ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა  საქართველოს პრეზიდენტი დღს მცხეთის ახალი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტს გაეცნო და არქიტექტორებს გაესაუბრა. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი უბნის მოწყობა
10.01.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გთავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. მეზღვაურთა ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილმა ტყვეობიდან მათი დახსნა მიულოცა.
09.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ კაპიტანს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურებს ტყვეობიდან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის სამშობლოში მათ დაბრუნებას.
07.01.2012 ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ 
საშობაო მსვლელობის, ალილოს მონაწილეებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად შეეგება
07.01.2012 მიხეილ სააკაშვილი გარდაბანს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გარდაბანს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი იმ ქალბატონს შეხვდა, რომელმაც გარდაბანში საავადმყოფოს გახსნისას მიხეილ სააკაშვილს წერილი გადასცა.
07.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო, რომელიც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
06.01.2012 საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში სპორტის სასახლე გახსნა ახალი შენობა, რომელშიც ჭიდაობის, კრივის, ფეხბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის დარბაზებია განთავსებულია, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების წამომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.
06.01.2012 მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოში დევნილებისთვის განკუთვნილ ახალ უბანს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში ახალ საცხოვრებელ უბანს ეწვია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 352 ოჯახისთვის საგანგებოდ აშენდა.
06.01.2012 საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა მიხეილ სააკაშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სომხური ეკლესიის მრევლს მთელ მსოფლიოში.
05.01.2012 ქვეყნის პირველმა პირმა გარდაბანში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა კლინიკის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
05.01.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ბოლნისში გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო დღეს უკვე ბოლნისში გახსნა. მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად კლინიკასთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა
05.01.2012 მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესს გაეცნო საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა და დასრულებული თუ მშენებარე ობიექტები მოინახულა
04.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა და მას საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ესაუბრა.
01.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი ხულიო იგლესიასს პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ესპანელ მეგავარსკვლავს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, სტუმარს მის მშობლიურ ენაზე გაესაუბრა და მას ბათუმის ხელოვნების ცენტრი დაათვალიერებინა.
01.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2012 წელს ადლიის სამხედრო ბაზაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა და პირადი ბედნიერება, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება უსურვა.
31.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ახალი სასტუმრო და ხიდი დაათვალიერა  საქართველოს პრეზიდენტი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ანაკლიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პალმბიჩი“ და 600-მეტრიანი ხის საფეხმავლო ხიდი დაათვალიერა.
31.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი კაპრალის, ბესიკ ნინიაშვილის გარდაცვალების გამო.
30.12.2011 ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფოთის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ფოთის საკათედრო ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 700 ათასი ლარი გამოიყოფა.
30.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოს რეაბილიტირებული საავადმყოფო გახსნა მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული კლინიკის გახსნა მედპერსონალსა და მოსახლეობას პირადად მიულოცა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)