Google+

რელიზები

13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება დაავალა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისის მერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათგან ზამთრის უამინდობით გამოწვეულ სირთულეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და მათ შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება დაავალა.

ქვეყნის პირველმა პირმა მოიწონა თბილისის მერის ინიციატივა, რომლის თანახმად, დედაქალაქის ყველა რაიონში თავშესაფრები გაიხსნება და გაუსაძლის ყინვასა და სიცივეში არც ერთი ადამიანი არ დარჩება თავშესაფრისა და ცხელი სადილის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტმა გზებზე შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია თოვლის საწმენდი სპეციალური ტექნიკის შეძენა, რათა დიდთოვლობის გამო არც ერთი გზა არ დაიკეტოს.

მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა გაზმომარაგების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოსთვის სერიოზული უპირატესობაა ის ფაქტი, რომ 2005 წლის შემდეგ, გაზმომარაგების თვალსაზრისით, ქვეყანა რუსეთზე აღარ არის დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, დღესდღეობით ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდავად, დაბალი ტარიფით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)