Google+

რელიზები

01.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში ახალი ფარმაცევტული საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა.  მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა.  

„რეალურად, დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს დევნილთა  დასახლებებში. სწორედ დასაქმება იყო ჩვენი დაპირება და არა მარტო სახლი, სკოლა ან, ვთქვათ, წყალი. ასეთი საწარმოები სოკოებივით უნდა გამრავლდეს. აქედან შესაძლებელია ექსპორტი ვაწარმოოთ შუააზიისა და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით. საქართველო უნდა გახდეს დიდი საექსპორტო  ცენტრი არა მხოლოდ ფინანსური და მომსახურების სფეროს, ასევე ტურისტული თვალსაზრისით,  არამედ ექსპორტის წარმოების მხრივაც. ეს სავსებით შესაძლებელია, მით უფრო, რომ ეს წარმოება, თუმცა ტექნოლოგიურად საკმაოდ ტევადია. მზად ვარ, ყოველი 10, 20, 30 კაცის დასაქმებისთვის პირადად გავხსნა ასეთი საწარმოები. საბოლოოდ, სწორედ ასობით და ათასობით ასეთი ობიექტი წყვეტს უმუშევრობის პრობლემას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას  კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევრიკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თაობაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.   

„სავსებით რეალურია, რომ მომავალ წელს საქართველოს ქონდეს ამომწურავი ღრმა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ასევე გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთანაც, რაც არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას და სხვა ქვეყნებს. გერმანიის კანცლერი მთავარ საკითხად სწორედ ამას აყენებს ამერიკასთან. ერთადერთი ქვეყანა ევროპასა და მთელ რეგიონში,  რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ექნება ეს არის საქართველო. ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი უკვე დაიწყო და, იმედი მაქვს, ეს დროულად გადაწყდება. ამ ორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ასევე იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი ვაჭრობა უკვე გვაქვს დსთ-ის ქვეყნებთან, საქართველო ხდება წარმოების ცენტრი ყველა მიმართულებით. როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გავაფორმებთ, ყველას ავამოქმედებთ და უმუშევრობის პრობლემა, პრაქტიკულად,  აღარ გვექნება. ამას დაემატება ისიც, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შევძლებთ მიმოსვლას, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ მობილური და  გავხსნათ ბაზრები, რომლებზეც გადასახადების გარეშე შევალთ. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანააა, პატარა ეკონომიკით, რომლის განვითარება ძალიან ადვილია იმ პირობებში, თუ მსოფლიო გაერთიანების ნაწილი ვიქნებით, რაც უკვე რეალურად ხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.    

„აბიფარმში“ სამ მილიონზე მეტი დოლარის  კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს მესვეურები წარმოების და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ.

წეროვანის გარშემო უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)