Google+

რელიზები

29.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი: არის ჟამი ქვების გაბნევის და არის ჟამი ქვების შეგროვების - ჩვენ ახლა ქვების შეგროვების ეტაპზე ვართ

მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა, რომელიც დღეს გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საგამოფენო ცენტრი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ წერეთელთან ერთად დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ახალი სამუზეუმო კომპლექსი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისია. მისივე თქმით, მსგავსი თანამედროვე და მაღალი დონის საგამოფენო  დარბაზების გახსნა მომავალშიც იგეგმება. პრეზიდენტმა ხელოვანს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის მოვლენა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ბოლო წლის განმავლობაში ცისფერი გალერეა გავხსენით, რომელიც, ფაქტობრივად, ახლიდან აშენდა. ჩვენ გავხსენით სახელმწიფო მუზეუმის ახალი, გარემონტებული შენობა, ასევე  ვმუშაობთ სხვა მუზეუმებზე, რომელიც ამავე ქუჩაზე გაიხსნება.  ახალი  ხელოვნების ცენტრიც ისეთივეა, როგორიც ევროპაში გვინახავს. მე მადლობელი ვარ ბატონი ზურაბის.  დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ ყველა ქართველისთვის საბოლოო ნავსაყუდელი და ადგილი, სადაც მათ ყველაზე მეტად დაააფსებენ, არის მათი სამშობლო – საქართველო. ჩვენ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში წასულ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. ეს შეეხება არა მხოლოდ ხელოვნების მუშაკებს, არამედ საზღვარგარეთ მყოფ ექიმებს - მინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ და ჩვენს ახალ საავადმყოფოებში იმუშაონ. დაბრუნებისკენ მოვუწოდებ ასევე სხვადასხვა ქვეყნებში წასულ ინჟინრებს, რადგან მინდა, რომ მათ ჩვენს ახალ ტექნოლოგიურ ცენტრებში  იმუშაონ... არის ჟამი ქვების გაბნევის და არის ჟამი ქვების შეგროვების - ჩვენ ახლა ქვების შეგროვების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.

ზურაბ წერეთლის შემოქმედების შეფასებისას, ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა იმ მონუმენტების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ხელოვანს საქართველოსთვის აქვს შექმნილი, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება თავისუფლების მოედანზე აღმართულ ,,წმინდა გიორგის“ მონუმენტზე გაამახვილა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)