Google+

რელიზები

25.02.2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. 24 თებერვალს საღამოს საათებში პრეზიდენტის პირად გვერდზე შეტყობინება დიდი რაოდენობით მიდიოდა და, ძირითადად, ერთი და იმავე შინაარსის გზავნილები მეორდებოდა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განცხადებაც გააკეთა. ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს შეტევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით ხორციელდებოდა. მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე მისული ყველა შეტყობინება რუსულ ენაზე იყო დაწერილი. გზავნილებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნებით სომეხია, მისი მეუღლე კი, ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს; ასევე, ის, რომ  ქართველი ხალხი ძალიან კარგია და მას უკეთესი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

ეს არ არის ქართულ ოფიციალურ ვებგვერდებზე, მათ შორის პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევის პირველი შემთხვევა. დიდი მასშტაბის კიბერთავდასხმა პირველად 2008 წელს, ომამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურებმა სამთავრობო უწყებების ვებგვერდების ბლოკირება მოახერხეს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)