Google+

რელიზები

18.09.2013 პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა „ჩარშამბას“ აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს და ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალქალაქის სკოლებიდან მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალის #1 და #3 საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა
15.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ საქართველოში მსგავსი მასშტაბური მშენებლობა არ ყოფილა...უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა , რომ ეს ისტორიული მშენებლობა შეაჩერო...რატომ გააჩერეს?! “
საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა ვერტმფრენიდან ის გაჩერებული მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერეს, რომელიც რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
12.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი  მანანა მანჯგალაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ვერტმფრენებთან დაკავშირებით გააკეთა.
11.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების თავდადება და თავგანწირვა გაიხსენა და ყურადღება ქართველი დედების როლზე გაამახვილა.
01.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
31.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული ღვინის ფესტივალს დაესწრო მიხეილ სააკაშვილმა ვაზის უნიკალური ჯიშებისგან ოჯახურ პირობებში დაყენებული ღვინოები დააჭაშნიკა და საქართველოს მასშტაბით ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა
29.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი რუსებთან ბრძოლაში დაღუპული ექიმის ლერი ლაგურაშვილის დედას და შვილს შეხვდა სენაკის 21-ე ბატალიონის მთავარი ექიმი, კაპიტანი ლერი ლაგურაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ვერტმფრენების დაბომბვისას გარდაიცვალა.
28.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ხელვაჩაურის ინდუსტრიულ ზონაში გაჩერებული საწარმოს პრობლემებს ადგილზე გაეცნო მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას მეწარმეების ხელშეწყობისკენ მოუწოდა.
28.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეებში მომხდარ პროვოკაციებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ბათუმის პიაცაზე მომხდარ ინციდენტსაც შეეხო.
27.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ლაზიკის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებს შეხვდა შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მედიის წარმომადგენელებს გაესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
27.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ადგიგენში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მთვრობას, ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი რამის გაკეთება.
26.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი: მინდა მოვუწოდო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ხალხს შეხვდეს, რადგან მას ინფორმაცია არ აქვს რა ხდება კონკრეტულად საზოგადოებაში ქვეყნის პირველმა პირმა ომის მონაწილე მეომრების ოჯახის წევრები, რობლებიც ამჟამად სტუმრობს ბობოყვათის რეზიდენციას, პიაცაზე მიიწვია და მათთან ერთად ივახშმა.
23.08.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ყურადღება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც გაამახვილა
23.08.2013 ბობოყვათის რეზიდენცია სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დასასვენებელ სანატორიუმად გამოყენების მიზნით თვდაცვის სამინისტროს გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს დღეს ბობოყვათის რეზიდენციაში უმასპინძლა.
22.08.2013 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა.
22.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი: ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ჩვენს გამონათქვამებს, რადგან ეს პირდაპირ აზარალებს საქართველოს საქმეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახში სტუმრობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
22.08.2013 საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახს ესტუმრა
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ზაზას გმირობის ისტორია და აღნიშნა, რომ მომავალი თაობები ამ გმირების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ.
21.08.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მფრინავები შამილ და ზაურ ქურთოშიძეები დააჯილდოვა  სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელებსაც გადასცა
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)