Google+

რელიზები

21.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ლაბორატორია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უნიკალური ლაბორატორია გახსნა. კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მომსახურების მიღება აქ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პრეზიდენტმა ახალი ცენტრი დაათვალიერა და მის შესაძლებლობებსა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ახალ ლაბორატორიაში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილი  პერსონალსაც გაესაუბრა და მათი ორი გამოცდილი თანამშრომელი, მამა-შვილი გურიელ და რომან წურწუმიები, რომლებიც ამ მიმართულებით კვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებენ,  ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

„ყველას მადლობას მოგახსენებთ ახალი ლაბორატორიის გახსნისთვის. ეს ძალიან დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტია. საქართველოს კი ჰაერივით სჭირდება მსგავსი ლაბორატორიები და ინსტიტუტები. რეალობა არის ის, რომ არც ერთ ეპოქაში საქართველოში ერთბაშად არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ამჟამად შენდება და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაშენებთ ახალ ქალაქს, ახალ ინდუსტრიულ ცენტრს, საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქში იწყება დიდი მშენებლობა. მომავალი წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება - ამაში დარწმუნებული ვარ. საქართველო ხდება ამ რეგიონის ცენტრი, ბიზნესის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ახალ ქალაქებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ გზებს, ახალ კაშხლებს... მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები იმდენი გვაქვს ასაშენებელი, რომ არც კი ვიცი ეს რამდენიმე სართულიანი შენობა როგორ უნდა გაუმკლავდეს ყველაფერს. ამიტომ, ერთი მხრივ, გამოცდილი კადრები გვჭირდება და თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი საქმე მოთხოვნადია. 90-იან წლებში ყველაფერი ინგრეოდა, ამიტომ შესაძლოა დიდი მოთხოვნა არ იყო. გარდა იმისა, რომ უგემოვნო კვარტალები აშენდა თბილისი ცენტრში და ახლა არის ჟამი შენების. იყო ჟამი ქვების გაბნევის, ახლა არის ჟამი ქვების შეგროვების, ე.ი. საქართველოს აშენების“, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.  

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და რეგიონის მასშტაბით ერთადერთი და უნიკალურია. აქ უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით სამშენებლო მასალების ტესტირებაა შესაძლებელი. ლაბორატორიაში განხორციელდება პრაქტიკული სამუშაოები, ცდები და სამეცნიერო კვლევები. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით. აქ 50-მდე ადამიანია დასაქმებული და მათ ტრენინგები ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა ჩაუტარეს. მსგავსი ლაბორატორია რეგიონში ერთადერთია და ის მეზობელ ქვეყნებსაც მოემსახურება.

საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორიას საგანმანათლებო ფუნქციაც ექნება. ლაბორატორიამ უკვე გააფორმა მემორანდუმი რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან. უმაღლესი სასწავლების სტუდენტები აქ პრაქტიკასაც გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

ახალი ლაბორატორიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი ესწრებოდნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)