Google+

რელიზები

20.04.2012
წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა, სიმბოლურად, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი წინანდალში იმყოფებოდა, სადაც დღეს სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებში, სიმბოლურად, მან თავადაც მიიღო მონაწილეობა და სამშენებლო მძიმე ტექნიკა პირადად გამოცადა.

ქვეყნის პირველმა პირმა მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა და მათ კახეთისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა და განხორციელებული  პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ამ კუთხეში აღმშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და განახლებული კახეთი უახლოეს პერიოდში შეძლებს ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს უმასპინძლოს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ადგილობრივი ბიზნესის განვითარების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ამაზე დიდადაა დამოკიდებული, რაც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.

„საქართველო მაშინ იქნება ბოლომდე მდიდარი, როცა ქართული ბიზნესი განვითარდება და ქვეყნის ყველა მოქალაქე დასაქმდება. ადგილობრივი ბიზნესის წარმატება ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინანდალში სასტუმრო ,,რედისონი“-ს 4-სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება. გაკეთდება 15 მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანიც, რომლითაც სასტუმრო წინანდლის ღვინის ქარხანას დაუკავშირდება.  წინანდლის „რედისონს“ ექნება ღია ტერასები და აივნები, ექსკლუზიური ინტერიერის მქონე ოთახები და მისაღები, ასევე საკუთარი ავტოსადგომი. შენობის  თავზე განთავსდება აუზი და 1000 კვადრატული მეტრის ტერასა.

მშენებლობის პროცესში მოხდება ისტორიული ძეგლის  რეაბილიტაციაც. რესტავრირდება მარანი, რომელშიც ღვინოების დაძველება ხდებოდა, ქარხანაში გაიხსნება ქართული ღვინის მუზეუმი, საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის ბარი, მარნები, სარდაფები და რესტორანი. მანამდე კი „სილქ როუდ ჯგუფმა“ ჭავჭავაძის სახლმუზეუმი და ისტორიული ბაღი მოაწესრიგა, რისთვისაც 5 მილიონი დოლარი დახარჯა. ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა  “სილქ როუდ ჯგუფის” დაკვეთით შექმნა, რომლის მთავარი იდეაა ისტორიულ ძველ კომპლექსთან თანამედროვე ელემენტების შერწყმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)