რელიზები
31.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
<p>საქართველოს პრეზიდენტი სტამბულში თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სხვადასხვა სტრატეგიული და ეკონიმიკური პროექტების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონში სტაბილურობისა და უსასფრთხოების საკითხები განიხილეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მინდინარე პროცესებისადმი და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას წარმატება უსურვა.</p> <p>საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მიწვევით საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ქვეყნის პირველი პირი ფორუმის გახსნით სესიაზე უცხოელი დელეგატების წინაშე სიტყვით წარსდგა. ფორუმის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. </p>