Google+

რელიზები

20.09.2013
რთველი პრეზიდენტის ვენახში

საქართველოს პრეზიდენტის ვენახში რთველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს დაემთხვა და ის, სიმბოლურად, მეუფე სერგიმ გახსნა. მასში პატარა ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ ნათლიასთან,  ვიქტორ იუშენკოსთან ერთად მონაწილეობდა. პრეზიდენტს ყვარლის ახალგაზრდობა და რაჭიდან და ქუთაისიდან ჩამოსული მეღვინეები ეხმარებოდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მევენახეობის ცენტრში ფრანგი ენოლოგის მიერ გამართულ ტრენინგებს ორი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ.

წელს, მიხეილ სააკაშვილმა მოსავალი პროფესიონალი მრჩევლის - ცნობილი ფრანგი ენოლოგის, ანჟერის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან მიშელ მონიეს დახმარებთ აიღო. ყურძნის აღების შემდეგ, მასპინძელმა და სტუმრებმა საწნახელისკენ გადაინაცვლეს და პირველი მოსავალი „მრავალჟამიერის“ თანხლებით დაწურეს. ქართული მრავალხმიანი სიმღერა კახეთში რაჭველმა მეღვინეებმა შეასრულეს.

საქართველოდან გამგზავრების წინ, ძველი მეგობრისა და საკუთარი ნათლულისგან, სახსოვრად, მათივე ხელმოწერილი ქვევრიც მიიღო საჩუქრად.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)