რელიზები
07.08.2012
მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროს დაკრძალვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, დღეს კასპში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მათ თანადგომა აღუთქვა.
დაკრძალვის ცერემონიალის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგო პატივი.
უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. გელა თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა. იგი დაჯილდოებულია მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული” და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.