Google+

რელიზები

01.07.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა და პროცესის მიმდინარეობით ადგილზე დაინტერესდა. მისი თქმით, ეს პროცესი ყველა  სტანდარტის გათვალისწინებით ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან ტაძრის აღდგენა ხალხის მოთხოვნაა. როგორც მან აღნიშნა, იტალიელი და ქართველი პროფესიონალების მუშაობის შედეგად, ბაგრატის ტაძარი  რესტავრაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გახდება და მსოფლიო კატალოგებშიც დაიმკვიდრებს ადგილს. 

„საქმე ისაა, რომ ეს მოქმედი ტაძარი უნდა იყოს.  ბაგრატის ტაძარი ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - ის არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. აქდან  ულამაზესი ხედიც იშლება - ჩანს ქუთაისის განახლებული თეატრი, ახალი და რეაბილიტირებული შენობები, რომლებიც ძალიან მოუხდა ქუთაისს. რესტავრირებული ბაგრატი გვირგივნივით დაედგმება განახლებულ ქალაქს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მან სწორედ ბაგრატის ტაძარში დადო საპრეზიდენტო ფიცი მაშინ, როდესაც ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში ოყო და სიძველისგან ინგრეოდა. თუმცა, მისი თქმით, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების ძალისხმევის შედეგად, რეკონსტრუქციის შემდეგ, მას ძველი დიდება დაუბრუნდება. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)