Google+

რელიზები

04.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში ომანიძეების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში  დღეს ომანიძეების 4-სულიან ოჯახს ესტუმრა, მათი პირობებით დაინტერესდა და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„წყალტუბო, ფაქტობრივად, განადგურებული  იყო. ირგვლივ ასეთი სილამაზეა და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ გაუბედურებულია. ჩვენ უკვე დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საგანგებოდ მათთვის აშენებულ უბანში გადაყვანა. ასევე წყალტუბოში დავიწყეთ წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან ერთად ვაკეთებთ გზებს. წყალტუბოში იმდენი ტურისტი ჩამოვა, რომ სასტუმროებში საკმარისი ადგილი არ იქნება და ისინი საოჯახო სასტუმროებში დაბინავდებიან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით,  წყალტუბოში კვლავაც დიდი გაჭირვებაა, თუმცა მოსახლეობა უკვე დაადგა სიღარიბის დაძლევის გზას.

ოჯახში სტუმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ომანიძეები და მათი რამდენიმე მეზობელი სათაფლიაში ახლადგახსნილ რესტორანში დაპატიჟა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი არქიტექტორის ნინო ხარაბაძის დიზაინით შეიქმნა. პრეზიდენტმა სტუმრები ახალ რესტორანში მიიპატიჟა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)