Google+

რელიზები

01.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბულგარეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რეგიონალური თანამშრომლობა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა იყო. ბოიკო ბორისოვმა საკუთარი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  დაწყებული მოლაპარაკების პროცესსა და ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის განსახორციელებულ კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის,  ენერგორესურსების ექსპორტირების შესაძლებლობას რუსეთის გვერდის ავლით.

ბულგარეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბოიკო ბორისოვმა სამუშო შეხვედრები ქართველ კოლეგასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)