რელიზები
03.12.2011
ისრაელის მოქალაქეების შეწყალებისთვის მიხეილ სააკაშვილს შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა
ისრაელის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ებრაელი მოქალაქეების შეწყალებისათვის მადლობა პირადად გადაუხადა. სატელეფონო საუბარი, დღეს, შიმონ პერესის ინიციატივით გაიმართა. საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტბმა, საუბრისას, ყურადღება ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობასა და იმ თბილ ურთიერთობებზე გაამახვილეს, რომელიც ორ ერს შორის არსებობს.
ისრაელის ორი მოქალაქე - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიც ქართველმა სამართლდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში ქრთამის მიცემისათვის დააკავეს, ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის პირადი თხოვნისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.