Google+

რელიზები

05.12.2007
ნინო ბურჯანაძე კონდოლიზა რაისს ტელეფონით ესაუბრა

გუშინ, საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძესა და აშშ-ის სახელმწოფო მდივანს შორის.

ნინო ბურჯანაძემ და კონდოლიზა რაისმა საქართველოში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება. მისი თქმით, არჩევნების პროცესის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებელთა ფართო სპექტრი მოიწვია. მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება - სრულად ამოქმედდეს საქართველოს ყველა მედია-საშუალება.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიმართ აშშ-ის სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. კონდოლიზა რაისმა განსაკუთრებით აღნიშნა 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა. მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის" ფუნქციონირების განახლებასთან დაკავშირებით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)