Google+

რელიზები

05.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულების კომიტეტის წარმომადგენელს, მატიას იორშს შეხვდა

"მოხარული ვარ, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენს ქვეყანას ბევრი სტუმარი ჰყავს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის განვითარების აქტიური მხარდამჭერნი არიან", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთან, მატიას იორშთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან თავად მიმართა ევროპისა და სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომ არჩევნების მონიტორინგისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ.

"საერთაშორისო დამკვირვებელთა სიმრავლე არჩევნების გამჭვირვალობის ერთ-ერთი გარანტიაა", - აღნიშნა მან.

მხარეებმა არჩევნების დემოკრატიულობის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მედიის ობიექტურობა დაასახელეს.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ ტელეკომპანია "იმედის" ფუნქციონირების აღდგენას დაუჭირეთ მხარი, რადგან დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე წარმოუდგენელია", - განაცხადა მატიას იორშმა ნინო ბურჯანაძესთან საუბრისას.

შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის დუმის ყოფილი სპიკერის, ბორის გრიზლოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლო დამოუკიდებლობის მინიჭებისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)