Google+

რელიზები

08.12.2007
ნინო ბურჯანაძე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა

საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ნინო ბურჯანაძემ პიტერ სემნების უახლესი ინფორმაციები მიაწოდა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პროცესის სტაბილურ გარემოში წარმართვის მიზნით ახორციელებს. მისი განცხადებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რათა სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი დარღვევის ფაქტი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმარს საკუთარი ინიციატივის შესახებ ესაუბრა.

„მე პირადად მქონდა სატელეფონო საუბრები ევროპისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუწოდე, 5 იანვრის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოავლინონ, რადგან საერთაშორისო დამკვირვებელთა სიმრავლე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება", - განაცხადა მან.

შეხვედრაზე დემოკრატიულობის კიდევ ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად თავისუფალი და ობიექტური მედია დასახელდა.

პიტერ სემნებიმ პოზიტიურად შეაფასა ტელე-რადიო კომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენის ფაქტი და აღნიშნულ პროცესში ნინო ბურჯანაძის უშუალო როლზე ისაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)