Google+

რელიზები

09.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში ახალი სასტუმრო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში „ვისოლი ჯგუფის“ მიერ აშენებული სასტუმრო „ლომსია“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა შენობა დაათვალიერა და იქ მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა.  კომპანიის მესვეურებმა „ლომსიას“ მენეჯერად ფრანგი სპეციალისტი ჟან პიერ რიშეტონი მოიწვიეს, რომელსაც დასავლეთ ევროპაში სასტუმროების ქსელის მართვისა და განვითარების 35 წლიანი გამოცდილება.

„ზოგიერთი ამბობს, რომ ყველაფერი უცხოელებისთვის კეთდება, მაგრამ ეს ადამიანები უცხოპლანეტელები ხომ არ არიან, აქ ხომ ადგილობრივები მუშაობენ. რა დასაქმების პერსპექტივა იყო ადრე ახალციხეში? ახლა აღვადგინეთ ციხე-სიმაგრე, რასაც ბევრი სხვადასხვა აქტივობა მოჰყვა. ნახეთ რამდენი ხალხია ქვემოთ შეკრებილი და როგორ უხარიათ. ვინმე წარმოიდგენდა 4-5 წლის წინათ, რომ ახალციხეში ასეთი კარგი სასტუმრო აშენდებოდა და მას ფრანგი მენეჯერი ეყოლებოდა? ჩემთვის პირადად ახალციხე ადრე უიმედობის სიმბოლო იყო. ახლა ახალციხე საქართველოს მიკრომოდელია. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში. უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ეპოქაში ვცხოვრობდით. მართალია, ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ უკვე გაჩნდა პერსპექტივა. აქ ძალიან ადვილი იქნება ტურიზმის აწყობა, რადგან საუკეთესო ხალხი ცხოვრობს, ორგანიზებული, ჭკვიანი და საინტერესო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასტუმროს მშენებლობისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმრო „ლომსია“ 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. აქ განთავსებულია რამდენიმე რესტორანი. სასტუმროს პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ. სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი  დასაქმდა, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს. 

მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი სუპერმარკეტი „სმარტიც“ დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)