ჩერქეზული კულტურისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
ჩერქეზული კულტურისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
რიგა, ლატვია
პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრეზიდენტს
30 სექტემბერი
ბატონო პრეზიდენტო,
ჩერქეზული კულტურისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის (CCAHRC), რომელიც ჩერქეზულმა დიასპორამ დააფუძნა რიგაში, ლატვიაში და მიზანად ისახავს ჩერქეზი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმასა და მსოფლიოსთვის გაცნობას, დიდი პატივია მოგწეროთ და აღნიშნოს ის ძირითადი პოზიციები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა საკითხებს კონკრეტულად საქართველოში და ზოგადად კავკასიაში.
სიამოვნებით გიხდით მადლობას თქვენ მიერ ნიუ იორკში, 2013 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმული სიტყვისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ღირებულებებსა და პრინციპებს. თქვენი გამოსვლისას, ჩამოთვლილი იყო ბევრი მიღწევა თუ გაკვეთილი , ასევე ის გავლენები, რომლებმაც ზიანი მიაყენა კავკასიას, ასევე კვალი დაამჩნია და უარყოფითი შედეგები დატოვა რეგიონის ხალხსა და ერებზე.
იმ წვლილმა, რომელიც თქვენ, როგორც დიადი ქართველი ხალხის პრეზიდენტმა, შეიტანეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში „ხალხთა შორის“ ურთიერთობის გაძლიერების პროექტების განხორციელებაში, გზა გაკვალა და გააჩინა კავკასიის ხალხებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ყოველივე ეს დაგვირგვინდა 2010 წლის მარტში თბილისში, პირველი ჩერქეზული კონფერენციით, რომლის სახელწოდება იყო „უცნობი ერები, რომლებიც გახდნენ დანაშულის მსხვერპლნი: ჩერქეზი და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“.
კონფერენციას მოჰყვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სხვა კონფერენციები, შეხვედრები და პროექტები, რომელთა შედეგი იყო მეფის რუსეთის მიერ 19-ე საუკუნეში ჩერქეზთა გენოციდის და ეთნიკური წმენდის აღიარება; შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში აღიმართა იმ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი, რომლებიც ხანგრძლივი და სასტიკი ომის დროს დაიღუპნენ ან იყვნენ დეპორტირებულები.
2011 წლის მაისში „საქართველოს პარლამენტმა აღირა ჩერქეზთა გენოციდი - მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და ტრაგიკული ფურცელი; როდესაც მთელი ერი გაანადგურეს, რადგან რუსეთის იმპერიას მისი მიწა სჭირდებოდა“. ეს პირველად აღნიშნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რაც იყო უპრეცედენტო ფაქტი და იწვევს სუვერენული ქართველი ერის მიმართ პატივისცემას.
დიადი ქართველი ხალხის აყვავებისა და წარმატების იმედით, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და სათანადო ყურადღებას იჩენთ კავკასიის საკითხებისადმი.
დიდი პატივისცემით,
მუჰამედ ლოუბი
გენერალური დირექტორი