რელიზები
13.10.2013
მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონის განცხადების თაობაზე ისაუბრა
ქვეყნის პირველმა პირმა ჰილარი კლინტონის განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
„მოვისმინე ჰილარი კლინტონის განცხადება, საქართველოს მოვლენებთან დაკავშირებით. იგი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან დიპლომატიური, მაგრამ სათქმელი თქვა ძალიან ნათლად. მან აღნიშნა, რომ არის პრობლემები, თქვა, რომ გაჩნდა ძალიან ბევრი შეკითხვა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენას შეიძლება გადაყვეს საქართველოს პრესტიჟი, რეპუტაცია და მომავალი, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ქვეყნის გახლეჩვასა და სამოქალაქო კონფრონტაციაში. ეს რომ ჰილარი კლინტონმა არ გვითხრას, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ჰილარი კლინტონი, დიდი ალბათობით, არის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი. ამიტომ, ვურჩევ ყველას თბილისში - კარგად მოისმინოს რას ლაპარაკობს ჩვენი მეგობარი. ჰილარი კლინტონი ნამდვილად არის საქართველოს მეგობარი და ჩვენთვის ცუდი არ უნდა. მისი რჩევების იგნორირება ნამდვილად არ იქნება კარგი, რადგან ამას დიდი ფასი ექნება, უპირველესად, ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.