რელიზები
06.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი რეჟისორი რედა ბენტიფორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა მუზიკლის „ვერის უბნის მელოდიები" დადგმისთვის მთელ მსოფლიოში მუზიკლებით ცნობილი ფრანგი რეჟისორი რედა ბენტიფორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ქართულმა მუზიკლმა, რომელიც უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშია მიწვეული, მუზიკლების სფეროში გადატრიალება მოახდინა.
მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ რეჟისორს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ქართულ დასთან ერთად მუშაობდა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რიყეზე მუსიკალურ თეატრს არა მხოლოდ ვერ დაანგრევენ, არამედ მისი მშენებლობა დასრულდება კიდეც.
ფრანგმა რეჟისორმა პრეზიდენტთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი მსახიობები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან.