Google+

რელიზები

02.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ერთად  შეჩერებული მასშტაბური პროექტები ვერტმფენიდან დაათვალიერა. 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთან ერთად  ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით,  შეჩერებული მასშტაბური პროექტები ვერტმფენიდან დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ,  უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიიდან განუმარტა მთავრობას, რომ ლაზიკა და ანაკლიის პორტი ერთიდაიგივე გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. ქვეყნის პირველმა პირმა   პორტის მშენებლობის სტრატეგიგიულ და  ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანაკლიაში ჩასულ  პრეზიდენტს ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. პარალელურად კი ქვეყნის პირველი პირის სტუმრობა  ,,დაიცავი საქართველოს,, სამმა წევრმა გააპროტესტა.

შეჩერებული პროექტების დათვალიერება კოპიტნარის ახალ აეროპორტში დასრულდა , სადაც მიხელ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დასძინა , რომ აეროპორტის მშენებლობის მოსწრების მიუხედავად მთვრობამ ავიაკომპანიების შემოყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერება ,,მოახერხა’’.

   მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერებული მასშტაბური პროექტები

·         თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლი

·         შემოვლით რკინიგზის გზა

·         წყალტუბოს ინფრასტრუქტურული პროექტები

·         თეთნულდის სამთო -სათხილამურო კურორტი

·         ფოთი-ლაზიკას აეროპორტი

·         „მერიის აეროპორტი“- ახალი აეროპორტი ბათუმში.( პროექტირების სტადიაზე გაჩერდა)

·         ლაზიკის ინფრასტრუქტურული პროექტები და პორტი

"თბილისის ასაფრენი ზოლი, შემოვლითი რკინიგზა, გაჩერებული თეთნულდის კურორტი; წყალტუბოში მხოლოდ 20 პროცენტი კეთდება 80 პროცენტი კი შეჩერებულია. ასევე გაჩერებულია ფოთის აეროპორტის მშენებლობა, ლაზიკის პორტი და კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი. ამის შედეგია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე. ამის შედეგია ის,რ ომ ეკონომიკა არის სტაგნაციაში.  ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ექმნება უსაფრთხოების პრობლემები. ყველანი ერთად უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი აკვიატება. თუ ყველა აღიარებს, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რატომ არ კეთდება? მოდი, ჩვენც ყველამ ერთად ვიმუშავოთ, რომ ერთმანეთს კი არ მოვუგოთ ნიშანი, გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ნუ დაარქმევენ ლაზიკას, დაარქვან თუნდაც „New Chorvila”. მე არ მაქვს პრობლემა, მთავარია გააკეთონ... 

რაც ახლა ძალიან მაწუხებს, არის ის რომ რუსეთის ახალ გეგმებში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, განიხილება განმუხურში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც , სამეგრელოს , მთლიანი საქართველოს  განვითარების პერსპექტივის , მოკვლას ნიშნავს .  მაშინ რომ ეს პორტი აგვეშენებინა და არ გაეჩერებინათ,როგორც ყულევის ტერმინალი ვერ დაბომბეს ომის დროს ასევე ვერ შეეხებოდნენ ამ ტერიტორიას, განმუხურის ტერიტორია მნიშვნელოვანია  რადგან გემები სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა შემოვიდეს . ჩვენი გეგმით ახლა უკვე პორტი დასრულებული  უნდა ყოფილიყო.... ახლა აქ პორტი რომ კოფილიკო რუსებს  აზრად არ მოუვიდოდა რუსებს ამ ზოლის გადმოწევა....

 მოვუწოდებ მთავრობას ...გაჩერებული პროექტები ოკუპანტს საქმეს უადვილებს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)