Google+

რელიზები

01.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. ანდრო ბარნოვის განცხადებით მოწოდებები იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემა 2005 წლამდე არსებულ ვითარებას უნდა დაუბრუნდეს მიუღებელია.

„როგორც იცით, დღეს ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პირები მართავდნენ აქციას უზენაეს სასამართლოსთან, სადაც სხვა სრულიად მიუღებელ ლოზუნგებთან გაჟღერდა მოწოდება,რომელმაც მთლიანად ფარდა ახადა ამ აქციის ნამდვილ მიზანს

კერძოდ, საუბარია მოწოდებაზე, რომ საერთო სასამართლოებში თურმე უნდა აღდგეს 2005 წლამდე არსებული ვითარება და თანამდებობებზე დაბრუნდეს ყველა მოსამართლე, რომელიც მაშინ იქნა განთავისუფლებული

გვინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ეს არის ღია ზეწოლა სასამართლოზე მისი დამორჩილების მიზნით, ეს არის 90-იან წლებში დაბრუნების ღია მცდელობა, ეს არის სასამართლოში არაპროფესიონალიზმის დაბრუნების მცდელობა, ეს არის სასამართლოებში კორუფციის დაბრუნების მცდელობა

გვინდა, აქვე გამოვთქვათ შეშფოთება, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს, წყალს გაატანოს ყველა ის პოზიტიური შედეგი, რაც წინა ხელისუფლების პირობებში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა საზოგადოებამ.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ 2012 წლის ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების ჩატარებამ ახალი ენერგია და დამატებითი ბიძგი მისცა ბევრ რეფორმას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დაიწყო.

სასამართლოს დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი სწორედ ასეთი რეფორმების რიცხვს მიეკუთვნება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ რეფორმის წარმატება დღევანდელმა, ან სხვა რომელიმე ხელისუფლებამ შებღალოს.

დღეს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე და გავლენა იქონიონ მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე.

ამავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე.

ამიტომ, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და არავის მივცემთ მისი ხელყოფის საშუალებას.“- განაცხადა ანდრო ბარნოვმა

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)