Google+

რელიზები

08.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართულ საზოგადოებას მიმართა და კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა  მწუხარება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილმა მთელ ერს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს თითოეული ქართველის დანაკარგია. 
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ყურადღება აისაფის მისიაში საქართველოს მონაწილეობისა და ქართველი სამხედროების იმ მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა, რომლის შედეგადაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები იზრდება. 
მიმართვისას, ქვეყნის პირველი პირმა ამ დღეებში გავრცელებულ ვიდეორგოლებზეც ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტს ამაზრზენი უწოდა. მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრს კლიპის წარმომავლობის, გავრცელებისა და დამზადების თობაზე გამოძიების დაუყონებლივ წარმოება დაავალა.
"მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ დადგინდეს ამ კლიპების  შემქმნელის და მათი დამკვეთის ვინაობა, იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს ის! ძალიან  დიდი  ალბათობით, მუქარისშემცველი ვიდეოკლიპები არც ავღანეთშია დამზადებული და  არც თალიბების გაკეთებულია - ამას ადასტურებენ ექსპერტები, მათ შორის ნატო-ს სტრუქტურებიდან. ის, რომ საქართველოში, მაგალითად, თბილისში რომელიმე სტუდიაში შეიძლება ვიღაც იჯდეს და ამზადებდეს ვიდეორგოლებს, რომელშიც მე ან საქართველო კი არ არის გალანძღული - რასაც ავიტანდით - არამედ შეიცავს ქართველი ჯარისკაცების განადგურების მოწოდება, მათი მისამართებისა და მათი სახეების ჩვენებით; ასევე საქართველოს შიგნით ტერორისტული აქტების მოწყობას, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამაზრზენია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს. ამას გარდა, გავრცელებული ვიდეორგოლის წარმომავლობის დადგენის თხოვნით, მან აგრეთვე მიმართა ნატო-ს ექსპერტებს. 
მიმართვის დასასრულს, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ საუკეთესო შვილები დაკარგა. 
„ისინი არიან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი, ჩვენზე უკეთესები! ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, ისინი დაიღუპნენ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)