რელიზები
01.02.2013
„დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის, ასეთი თავისუფალი მანევრის მიცემა-პრეზიდენტს დაემუქროს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, ნამდვილად არ გამოვა."
„დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის, ასეთი თავისუფალი მანევრის მიცემა პრეზიდენტს დაემუქროს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, ნამდვილად არ გამოვა.“- ასეთი კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ვაჰაგან ჩახალიანის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ჩახალიანი პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივის.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ჩახალიანის მსგავსი პიროვნებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უქმნიან საფრთხეს.
„ასეთი ადამიანი, ამ ძალიან საეჭვო დროს, როდესაც ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას და აქედან გამომდინარე, პარალელურად პრობლემები შეექმნას ჩვენს ახალ ევროპულ რკინიგზას, რომელიც გადის სწორედ ახალქალაქში.ასეთი ადამიანი, არა მხოლოდ გამოდის საპყრობილიდან, არამედ გამოსვლიდან მესამე, მეოთხე დღეს ბედავს მისცეს ინტერვიუები, სადაც პირდაპირ აცხადებს საქართველოს დაშლისა და სახელმწიფოებრიობის შესუსტების წინაპირობებს ახალქალაქის, ნინოწმინდის და ზოგადად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და პირდაპირ კონფლიქტში შემოდის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს ცენტრალური უწყებები და მათ შორის, საქართველოს პროკურატურა ამას დიდი აზარტით უწყობს ხელს, რაც წარმოუდგენელია. აქ ხომ საუბარი არ არის პრეზიდენტ სააკაშვილზე, საუბარი ეხება იმას, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანებმა შეუქმნეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ საქმე და დღემდე ამ ვითარებიდან ვერ გამოვსულვართ. ის მემკვიდრეობაა აფხაზეთის კონფლიქტი, ის მემკვიდრეობაა ის, რაც მოხდა ცხინვალში.... არ უნდა გამოეშვათ, დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა. ახლა ყველა ეს შეცდომა უნდა ვაღიაროთ, უნდა მივიღოთ ზომები, რომ ამ ადამიანმა ჯავახეთში ვერ მოახერხოს სიტუაციის არევა! უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა