Google+

რელიზები

12.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებით გავრცელდა.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით  და  გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან  ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ  ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)