Google+

რელიზები

11.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი 7 დეკემბერს შეწყალებული პატიმრის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრესისა და მედიის წარმომადგენლებს მანანა მანჯგალაძემ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

„როგორც იცით, სასჯელაღსრულების მინისტრმა პრეზიდენტს  რამდენჯერმე მიმართა თხოვნით მძიმედ და უკიდურესად მძიმედ დაავადებულ მსჯავრდადებულთა შეწყალების თაობაზე. მოგვიანებით, უშულოდ მინისტრის შუამდგომლობით, გადმოიგზავნა შესაწყალებელი პატიმრების სია. დოკუმენტაციის შემოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა გამოსცა შესამაბისი აქტი ამ პირთა შეწყალების თაობაზე. მძიმედ დააავდებულთა ჩამონათვალში და, შესაბამისად, შეწყალებულთა შორის იყო თენგიზ გ., რომელიც   მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭიროებდა დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენ გადავამოწმეთ ამ პირის ვინაობა, თუმცა შეგნებულად არ ვასახელებთ  მის  გვარს. ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით განვაცხადოთ, რომ 7 დეკემბერს მინისტრ სუბარის თხოვნის საფუძველზე შეწყალებული პატიმარი არის პირი, რომელმაც 9 დეკემბერს ჩაიდინა დანაშული და რომლის  საქმეზეც  მიმდინარეობს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.  

აღნიშნული პირი 2007 წლიდან  ყაჩაღობისთვის იხიდიდა  სასჯელს.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)