რელიზები
10.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ბრიგადის გენერლის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, პატივი სცენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
„ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს. ის ემსახურება არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს. მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევაა, ყველაფერი უკან მოვიტოვოთ, დაბრუნდეთ გენერალურ შტაბში და ემსახუროთ სამშობლოს ისევე ერთგულად, როგორც ამას გასული წლების განმავლობაში აკეთებდით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კალანდაძესთან საუბრისას.