Google+

რელიზები

02.10.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წინასწარი შედეგების თაობაზე განცხადება გააკეთა

ძვირფასო თანამემამულენო.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ, აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიციამ „ქართული ოცნება“.

ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პროცესს,  რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის კოალიცის შეხედულებები იყო და არის ფუნდამენტურად მიუღებელი, ჩვენს შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები და  მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარია.

თუმცა, დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, უდიდეს პატივს ვცემთ.

ამავე დროს, როგორც პარტიის ლიდერმა, მინდა ვთქვა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ოპოზიციაში.

ვარდების რევოლუციისა და ბოლო 8 წლის მონაპოვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის.

ეს არის საქართველოს  მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და ამ მონაპოვარმა ჩვენი ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად აქცია.

ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოოდ, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვარს უახლოეს თვეებში ან წლებში, მათი მოსპობა შეუძლებელია.

ამიერიდან, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც ოპოზიციური ძალა, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც ბოლო წლებში შეიქმნა კორუფციასთან და   დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს გათანამედროვებისა და ახალი ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ, შევუნახოთ შემდეგ თაობებს და კონსტიტუციური და პოლიტიკური პროცესების შედეგად, შევძლოთ საქართველოს შემდგომი გაგრძელება.

რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, მადლობას ვეუბნები იმ დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის კურსის მიმართ, პრეზიდენტის კურსის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესსა და საქართველოს განვითარებას მომავალში ალტერნატივა მაინც არ ექნება.

ჩვენ ყველანი სწორედ ამ რწმენით გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევები.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)