რელიზები
15.08.2012
ქუთაისის ტერიტორიაზე 17 აგვისტო, ერთჯერადად, უქმე დღედ გამოცხადდება
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის აღდგენისა და ტაძარზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად გამოცხადდეს დასვენების დღედ.