Google+

რელიზები

14.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ დაათვალიერა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყაზბეგს ესტუმრა და დაბა სტეფანწმინდაში ახლადგახსნილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მომსახურე პერსონალს გაესაუბრა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული გეგმებით დაინტერესდა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა ეს სასტუმრო ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც, რადგან აქ, დაახლოებით, 100 ადამიანია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერობაზეც გაამახვილა და ამ მხრივ ახალი სასტუმროს მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„როდესაც ნახავენ რომ ასეთია საქართველო, მხოლოდ ამ სასტუმროს გულისთვის აქ უამრავი რუსი გადმოვა. ყაზბეგში კარგ გზებსაც დავაგებთ, გავიყვანთ გვირაბს, რომელიც ყაზბეგს თბილისთან პირდაპირ დააკავშირებს. ამისათვის თანხა პრქტიკულად უკვე მოძიებული გვაქვს. ასაშენებლად ეს გვირაბი ყველაზე რთული იქნება, თუმცა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რეალურად მიმოსვლა რომ დაიწყება, რუსეთის მთავრობას საქართველოში ახალი ავანტურის მოწყობა ძალიან გაუჭირდება, რადგან აქ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი დარწმუნდება იმაში, რომ ეს მშვიდობიანი, ნორმალური ადგილია. ჩვენი ურთიერთობის აღდგენის ყველაზე კარგი საშუალება არის ხალხს შორის კონტაქტი, რაც უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენჯერმე კამერების გარეშე მივედი საზღვართან და ხელიც ჩამოვართვი საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს, უნდა ნახოთ, რა რეაქცია აქვთ მათ. იქ ხალხი არ არის ჩვენი მტერი, უბრალოდ დროებით ასეთი მთავრობა ჰყავთ. მთავარია, ხალხთან მჭიდრო ურთიერთობები შევინარჩუნოთ და ეს სასტუმრო ამის მნიშნველოვანი საწინდარია. ასევე „რუმს ყაზბეგის“ მეშვეობით 100 ოჯახს გაუჩნდა ნორმალური შემოსავალი. ამას გარდა ოჯახებიც ხომ იღებენ სტუმრებს, ისინიც ხომ აქირავებენ სახლებს. ზამთარში უკან სათხილამურო კომპლექსი აშენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის კურორტთან ერთად აქ ზამთრის კურორტიც გაჩნდება. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ იყო ყოველთვის სიღარიბე, მაშინაც კი როდესაც კონტრაბანდას ეწეოდნენ, ახლა კი არც ერთი ოჯახი არ დარჩება შემოსავლის გარეშე“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ 156 ნომრიანია და პირველ დამსვენებლებს უკვე იღებს.  პრეზიდენტი „რუმს ჰოტელს“ 3 თვის წინაც ესტუმრა და მშენებლობის პროცესი მოინახულა. სასტუმროს მშენებლობაზე 200 სპეციალისტი იყო დასაქმებული. აქ მომუშავე ადამიანთაგან უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებები არიან. სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)