რელიზები
20.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის პროექტები იყო, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებს. საუბრისას, ყურადღება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.