Google+

რელიზები

14.05.2012
მიხეილ სააკაშვილსა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ არჩევნებს "ისტორიული" უწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამაპანიამ ინეტერესი და იმედი საფრანგეთის საზღვრებს მიღმაც აღძრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ორი ერი იზიარებს ; ასევე საფრანგეთის ფუნდამენტურ როლს განსაკუთრებით საქართველოსთვის და ზოგადად ევროპისთვის.
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომლის ოფიციალური ინაუგურაცია ხვალ დილითაა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილს გულითადი მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ–ქართულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე დაასტურეს, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)