რელიზები
15.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მიულოცა, რომლებსაც ქვეყნის პირველმა პირმა სასახლეში პირადად უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააღდგომოდ საგანგებოდ მოეწყო კუთხე, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოეხატათ სააღდგომო კვერცხები. მიხეილ სააკაშვილი ბავშვებს გაესაუბრა და სააღდგომო კვერცხებიც მათთან ერთად გატეხა.
მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დღესასწაული პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა ელისაბეტ რულოვსმაც მიულოცა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა ნიკოლოზმაც ბავშვებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში აღნიშნა.
პრეზიდენტის სასახლეს ბავშვთა სახლის „კარიტასი“ და ბავშვთა სოფლის SOS 50-მდე მოზარდი სტუმრობდა. მათ პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერეს, სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს და პრეზიდენტისგან საჩუქრებიც მიიღეს.