რელიზები
07.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
დღეს, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ადგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ეს დღე თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს და სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მთელს მსოფლიოში.
სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ჩვენმა ეკლესიებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში.
უნიკალური და ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ.
გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს ყველას, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთლეობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას.
პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
8 აპრილი, 2012