Google+

რელიზები

06.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ფესახის დღესასწაული მიულოცა

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,

მინდა მოგილოცოთ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი უდიდესი დღესასწაული ფესახი (პასექი), რომელიც ებრაელი ხალხის მონობისგან თავის დაღწევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ. ეს ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისათვის და სიმბოლურია სხვა ერებისათვის, რადგან ამ დღეს ებრაელები კაცობრიობას  თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებენ.

სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს მთელ ებრაელ ხალხს და მათთან ერთად ქართველ ებრაელებს, რომელთა წვლილი ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში განუზომელია.  

რწმენა, მშვიდობა და სიკეთე არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.


პატივისცემით,

მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
6 აპრილი, 2012




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)