Google+

რელიზები

07.01.2012
ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ 

 ალილოს მონაწილეებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად შეეგება. საქართველოს პირველმა პირმა მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული ალილოს მონაწილე ბავშვებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა. 

„გილოცავთ ბავშვებო, მრავალ შობას დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად. მინდა კარგი სწავლა გისურვოთ, რათა თქვენი მშობლები, თქვენი ახლობლები და ჩვენ გაგვახაროთ - ისინი, ვისაც თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა. ძალიან კარგი და ლამაზი ბავშვები ხართ, მაგრამ ახლა მთავარია,  კიდევ უფრო კარგები გაიზარდოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას. 
ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. შობის "მახარობლებმა" თითქმის მთელი დედაქალაქი შემოიარეს და მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულეს. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)