Google+

რელიზები

19.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა 

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქობულეთის განვითარების გეგმაზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„აქ გზები მთლიანად დანგრეული იყო და დავაგეთ. შემდეგ დავიწყეთ წყალგაყვანილობისა  და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა. ძალიან ლამაზად უნდა მოეწყოს ბულვარი და პარკები. მათი კეთილმოწყობა ხან ერთმა კერძო კომპანიამ ითავა, ხან მეორემ, მაგრამ შედეგი არ არის. ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი გალამაზება. ერთი სიტყვით, მთელი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. შემოვლით გზასაც ვაკეთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც ბათუმისკენ და საზღვრისკენ მოედინება, ქობულეთს გვერდს აუვლის. ერთი მხრივ, ხალხი ბევრად უფრო სწრაფად ჩავა ბათუმსა და სარფში, ხოლო მეორე მხრივ, ქობულეთი განიტვირთება და გათავისუფლდება ტურიზმისთვის. განვითარების ისეთი ნახტომი, როგორიც ბათუმში იყო, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა. ახლა აქაც მსგავსი რამ მოხდება. ქობულეთს სულ სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ მალე ისეთი კურორტი გახდება, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ქობულეთში ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო ტურიზმის ხელშეწყობისთვის, არამედ მოსახლეობის დასაქმებისთვისაც. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)