Google+

რელიზები

16.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი წელი გურიის აღორძინების წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გურიის აღორძინების გეგმა გააცნო. 2012 წელი მიხეილ სააკაშვილმა გურიის აღორძინების წლად გამოაცხადა და იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მან შესაბამისი დავალებებიც მისცა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები ექვს თვეში უნდა გამოჩნდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას მან ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად შეიქმნება გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდი, რომელიც რეგიონში ახალი პროექტების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას, ასევე პროფესიულ გადამზადებასა და სოციალური სისტემის დახვეწას უზრუნველყოფს.  

საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის ცენტრში მოსახლეობას გაესაუბრა და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შევიდა. მიხეილ სააკაშვილი გურიის აღორძინების გეგმასთან დაკავშირებით, შემოქმედის ეპარქიის მწყემსმთავარს, მეუფე იოსებს გაესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, გურიაში საუკეთესო ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდება. მეუფემ ქვეყნის პირველი პირი დალოცა, წამოწყებულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)