Google+

რელიზები

10.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა ანდერს ფოგ რასმუსენს ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა 

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს ბათუმს ესტუმრა, სადაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს ბათუმის იუსტიციის სახლში უმასპინძლა და ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა სახის მომსახურების კონცეფცია გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა მას ამ სფეროს რეფორმირების შედეგად მიღებული სტუქტურის მუშაობის პრინციპის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა, რომ რეფორმის მთავარი იდეა ბიუროკრატიის აღმოფხვრა და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა იყო. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბიზნესისა და ქონების დარეგისტრირება უკვე უმოკლეს დროში - 15 წუთშია შესაძლებელი.

„ჩვენი საბაჟო ტერმინალებიც იგივე პრინციპით მუშაობს. ტვირთის გატარებას, საშუალოდ, 7 წუთი სჭირდება, ხოლო მის შემოწმებას - საათზე ნაკლები. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ოფიციალური მხარე მომხმარებლებისთვის ნაკლებად პრობლემური იყოს. ამის თაობაზე მეზობელი ქვეყნების ლიდერებსაც ვესაუბრე. ჩვენს საბაჟოებში ისეთი სამუშაო პირობებია შექმნილი, რომ თავი საბაჟო ტერმინალში არ გეგონება. მებაჟეები იღიმიან და ხალხს რამდენიმე ენაზე  ესაუბრებიან; იქ ყველაფერი კომპიუტერიზებულია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი იუსტიციის სახლში მომუშავე პერსონალსაც გაესაუბრნენ და იმ მომსახურების შესახებ, რომლებსაც მოსახლეობას სთავაზობენ, პირადად მათგან მოისმინეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)