Google+

რელიზები

10.11.2011
საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

წუხელ,  გვიან  ღამით საქართველოს პრეზიდენტსა და  შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა  და  ჯოზეფ ბაიდენმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე.  

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შეეხო ჟენევაში  წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების საკითხს, რუსეთის მსოფლიო სავაჭარო ორგანიზაციაში  გაწევრიანების თაობაზე. ჯოზეფ ბაიდენმა პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია.

ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ნატოს საბჭოს თბილისში გამართვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო უწოდა.  

ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)