Google+

რელიზები

06.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა კალაუბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად დღეს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში კალაუბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და რეაბილიტაციის გეგმის დეტალებს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი კალაუბნის მოსახლეობას გაესაუბრა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშიებით მათი აზრიც მოისმინა.

მიხეილ სააკაშვილმა ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს  პროექტის დეტალებსაც გაეცნო.  მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება   ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი  ბავშვებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს.  

„ბოტანიკურ ბაღში უფრო მეტი ინტერაქციები უნდა შევქნათ, რათა ხალხს უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეს მის მიმართ. ეს არ უნდა იყოს სხვა სამყარო, აქ უნდა შეიქმნას ბევრი პავილიონი, ინტერაქცია, სათამაშო ელემენტები. მართალია ეს გასართობი პარკი არ არის, მაგრამ ამის გაკეთება კარგი იქნება ბავშვების ინტერესების და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რათა ბავშვებს ბუნებასთან ურთიერთობა ვასწავლოთ,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კალაუბანში სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა - წყალსადენი და სანიაღვრე სისტემები, დაიგო ქვაფენილი და დამონტაჟდა გარე განათება. ბოტანიკურის ქუჩაზე ათეულობით სახლის კომპლექსური რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე კალაუბნის ტერიტორიაზე ბარაკების ტიპის სახლების ნაცვლად კაპიტალური ბინები აშენდა.

კალაუბნის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)