Google+

რელიზები

13.09.2011
ზუგდიდი-მესტიის ახალ გზაზე მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად მართავდა  

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდი-მესტიის ახალ გზაზე რამაზ ნიკოლაიშვილთან და ვერა ქობალიასთან ერთად იმგზავრა. მიხეილ სააკაშვილი ავტომობილს თვითონვე მართავდა.  იგი რეაბილიტირებულმა გზამ აღაფრთოვანა, რომელიც მანქანის უსაფრთხოების გამძლე ბაგირებით, საგზაო ნიშნებითა და ღამით შუქამრეკლი ბოძკინტებითაა მოწყობილი. განახლებული გზის საფარი უსაფრთხო მგზავრობის გარდა, საშუალებას იძლევა მანძილი 4-ჯერ ნაკლებ დროში დაიფაროს.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასრტუქტურის მინისტრმა პრეზიდენტს განუმარტა, გზის „შავღელედ" წოდებულ დამეწყრილ მონაკვეთზე სრული რეაბილიტიაცია განხორციელდა. მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე მთის მასივი მოიჭრა და დამონტაჟებული დრენაჟის მეშვეობით გასუფთავებული გზის მონაკვეთი, სრულიად უსაფრთხო გახდა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამარტივებული რელიეფის გზა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
მიხეილ სააკაშვილმა სვანეთის ბუნების უნიკალურობაზე, მესტიის უსაფრთხო გარემოსა და ტურისტული განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„აქ ყველაფერი ძალიან ლამაზი და გემრიელია. ტყის უამრავი მცენარის გამოყენებით სვანები არაჩვეულებრივ სანელებლებს ამზადებენ თავიანთი სამზარეულოსთვის. ამიტომაც არის აქ ყველაფერი ასეთი გემრიელი. ის დრო, როდესაც სვანეთი „სხვა პლანეტაზე" იყო,  დასრულდა. საქართველოში ამაზე უსაფრთხო ადგილი, თითქმის, არ მოიძებნება. მესტიაში ამოსვლა უკვე ძალიან ადვილია. თეორიულად, ყველამ იცის, რომ მესტია არსებობს, მაგრამ გულზე ხელი დაიდოს და თქვას, რამდენია სვანეთში ნამყოფი: ჩემი ნაცნობებიდან - თითქმის, არც ერთი. განვითარებული ინფრასტრუქტურა კი ნებისმიერს მისცემს საშუალებას, რომ ადვილად ესტუმროს ამ რეგიონს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)