Google+

რელიზები

04.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ვარსკვლავების ვიზიტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ტურისტების მოზღვავებასა და მსოფლიო ვარსკვლავების ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი ხშირად ინტერესდება იმით,  თუ რატომ იხაჯება ამდენი ფული მსგავს ღონისძებებში. მისი თქმით  ამ კონცერტიდან შემოსული თანხის უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადრე  საქართველოს მსოფლიოში თითქმის არავინ არ იცნობდა, ახლა კი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები და მნიშვნელოვანი დელეგაციები სტუმრობენ. პრეზიდენტს მსგავსი კონცერტების გამართვა აუცილებლად მიაჩნია, რადგან ეს ეს საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, რაც, შესაბამისად,  ეკონომიკის განვითარებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიის, „როიალ კარიბიანის" წარმომადგენელთან საუბარიც გაიხსენა. მისი თქმით, პირველი, რაც სტუმარმა მოითხოვა, გარეუბნების დათვალიერება იყო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საკუორტო ქალაქების უმეტესობაში პრობლემა ისაა, რომ ცენტრი მოწესრიგებული აქვთ, გარეუბნები კი - არა. ბათუმში მას სრულიად განსხვავებული ვითარება დახვდა.

 "ხალხი ყოველთვის კითხულობდა თუ რატომ იხარჯება  მსგავს კონცერტებზე ფული. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი კონცერტიდან შემოსული თანხა  ქველმოქმედების სახით უკან დაბრუნდა. ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ ჩანდა რუკაზე, ახლა კი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ჩამოდიან და ყველაზე საინტერესო დელეგაციებს ვმასპინძლობთ. ყოველივე  ეს არა ჩემი სიამოვნებისთვის ან პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის კეთდება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს იმ რაოდენობის ტურისტი, რამდენსაც ვვარაუდობთ: ჯერ - ხუთი მილიონი, ხოლო შემდეგ, რამდენიმე წელიწადში - უკვე ათი მილიონი. ჯერ ერთი, უამრავი ახალი სახლი შენდება, რომელთა მშენებლობებზე  ხალხი საქმდება. ყველა სახლში, რომელსაც გარშემო ხედავთ, ყველა ბინა გაქირავებულია, ე.ი. ყველა ოჯახს გაუჩნდა შემოსავლის წყარო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქედაში, ხულოში, შუახევში, გურიაში, იმერეთში ხალხს მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაეყიდება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეკონომიკა ამოძრავდება. ეს ჩვენი კეთილდღეობის ზრდას არ მოიტანს - რაც უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა საქართველოში, მით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი ქვეყანა. ხოლო რაც უფრო უსაფრთხო იქნება ქვეყანა, მით უფრო ძნელი იქნება მისი რუკიდან  გაქრობა.  გუშინ ტელევიზორში კალიფორნიიდან ჩამოსულ ერთ ქალბატონს მოვკარი თვალი (ჩრდილოეთ კალიფორნია ძალიან გავს ბათუმს, ხედს  მის გარშემო და იმას, რაც სოხუმის ჩრდილოეთით არის), რომელმაც თქვა: მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ ასეთი ლამაზი ადგილი არ მინახავსო. ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ, რადგან დიდი პოტენციალი გვაქვს. ორი დღის წინ ველაპარაკებოდი ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიის „როიალ კარიბიანის" წარმომადგენელს, რომელიც საქართველოშია შემოსული. პირველი, რაც მან მოითხოვა, იყო გარეუბნების დათვალიერება. გვითრა: ძალიან ლამაზი ფასადები გაქვთ, მაგრამ გარეუბნებში წამიყვანეთო.  ბათუმიდან იგი რამდენიმე ქვეყნის პრემიერ - მინისტრთან შესახვედრად  მიდიოდა.  მისი თქმით: „იქაც ლამაზი შენობები კეთდება, მაგრამ როგორც კი ცენტრს გაცდებით, ხედი  ძალიან ფუჭდება. აქ კი, რა თქმა უნდა,  ჯერ კიდევ სიღარიბეა, მაგრამ სადაც კი გავედი ბათუმში ყველგან რაღაც კეთება". ეს მართლაც ასეა - თქვენ შეგიძლიათ ბევრგან ნახოთ ბათუმში, რომ გზა არის გადათხრილი, რაც მეტად არაკომფორტულია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი არასდროს აღარ დადგება და ჭაობი აღარ იქნება. ყველგან რაღაც შენდება, ყველგან რაღაც ლამაზდება. ყველაფერი მოძრაობაშია მოყვანილი და ეს ხდება არა მხოლოდ ბულვარის წინა ნაწილში, სადაც, მაგალითად, დელეგაციები დაგვყავს, არამედ სხვა ადგილებშიც. ასეც უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)