Google+

რელიზები

02.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ყინულის მოედანზე ბავშვებთან ერთად ისრიალა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე საახალწლოდ დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე მოციგურავე ბავშვების წარმოდგენას დაესწრო, მოგვიანებით კი მათთან ერთად ისრიალა. პრეზიდენტმა ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და ბათუმში მათ ოლიმპიური სტანდარტების საციგურაო მოედნის აშენებას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყინულის მოედანი მალე ქუთაისშიც გაკეთდება, ზუგდიდში კი ის უკვე ფუნქციონირებს. როგორც მან აღნიშნა, ეს სპორტი საქართველოში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„აქ ყინულის მოედანს ვაკეთებთ, შემდეგ კი ნამდვილი ყინულის დარბაზსაც გავაკეთებთ. ექვს თვეში აქაურობას ვეღარ იცნობთ. ეს არის ქალაქი, რომელიც ყოველთვიურად იცვლება. ექვს თვეში კი ნამდვილი სასწაული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა ჩემს პოლონელ მეგობრებს შევხვდი, რომლებმაც მითხრეს, რომ ზაფხულში აქ ათობით ათასი პოლონელი ჩამოვა, ხოლო მომავალ წელს, თუ კარგად ვიმუშავებთ, შესაძლოა, ასობით ათასიც ჩამოვიდეს. ლევანთან ერთად ყველა ახალი მშენებლობა დავათვალიერე და იმას გარდა, რომ აქ უკვე 40-50 სართულიანი შენობების მშენებლობა იწყება, იწყება ძველი ბათუმის აღდგენის პროცესიც. ის, ვინც გასული ზაფხულის შემდეგ ბათუმში არ ყოფილა, მომავალ ზაფხულს აქაურობას ვეღარ იცნობს. ეს მართლაც ისეთი ქალაქია, რომლითაც ყველა ქართველმა უნდა იამაყოს. მშენებლობებზე დღესაც მუშაობაა გაჩაღებული. მართალია დღეს 2 იანვარია, ბედობაა და ხალხი ზეიმობს, მაგრამ მშენებლობებზე ყველგან მუშაობენ. ე.ი. მუშაობაც დაგვებედა. კეთილმოეწყობა არა მარტო სანაპირო ზოლი, არამედ მთელი ქალაქი. აღდგენა უნდა დავიწყოთ ქალაქის სიღრმეშიც, რათა ბათუმის არც ერთი უბანი არ დარჩეს განუვითარებელი და ყველგან ლამაზი შენობები გვქონდეს. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ლამაზი - ეს ჩვენი ღირსების საკითხია. ბათუმი ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)