რელიზები
01.10.2010
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა მიხეილ სააკაშვილს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპული 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა.
ტოომას ჰენდრიკ ილვესმა თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. მისი თანაგრძნობა და სამძიმარი გადასცეს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ქართველ ხალხს.