Google+

რელიზები

10.09.2010
მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგში პატრიარქის მშობლიურ სოფელს სნოს ესტუმრა

საქართვეილოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგში პატრიარქის მშობლიურ სოფელს სნოს ესტუმრა, სადაც ის საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო კულტურულ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტმა მათ დახმარება აღუთქვა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დარიალის მონასტრის კომპლექსის მშენებლობის დაწყების საკითხთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა სტეფანწმინდელების აზრი მოისმინა და ადგილობრივ მოსახლეობას შეპირდა, რომ ისევე როგორც ყველა რეგიონი, ყაზბეგიც პრიორიტეტული იქნება და ყველაფერი გაკეთდება ინფრასტრუქტურის და ხეობის სრული რეაბილიტაციისათვის. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონკრეტული დავალებები მისცა რამაზ ნიკოლაიშვილს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ლარსის გახსნა, რაც ნიშნავს იმას,რომ გაცოცხლდა სტეფანწმინდა. ტრუსოს ხეობაშიც ვაპირებთ ახალგაზრდული ბანაკის გაკეთებას, რათა უფრო გაცოცხლდეს ის ადგილი. "ჩვენ არცერთი ადგილი არ უნდა დაგვრჩეს ამ წრეზე მიტოვებული. ყველა ამბობს, რომ პრეზიდენტი გადაყვა სიღნაღს, ბათუმს, ქუთაისს, ანაკლიას, მესტიას და თბილისს რა თქმა უნდა. თანდათან ეს მთელი საქართველო გამოვიდა. ამასობაში იმდენი რამ ვისწავლეთ, რომ ყველაფერს უკეთესად გავაკეთებთ.

გზები, რომლითაც ტურისტი უნდა მოვიდეს, მატერიალური საშუალებები, რათა სასტუმროები გაკეთდეს, მოეწყოს და ხალხი დასაქმდეს. სოფლის მეურნეობა მიებმება ტურიზმს. წელს აქ ჩამოვიდა ორნახევრჯერ მეტი ტურისტი, ვიდრე ადრე.  ეხლა შეგხვდნენ ჰოლანდიელი, სომეხი და პოლონელი ტურისტები. ყაზბეგლებს დავპირდი, ისევე როგორც მივხედე სიღნაღს, ბათუმს, ქუთაისს, ანაკლიას, ყაზბეგსაც ასევე მივხედავ. ჩვენი საარჩევნო ლოზუნგი იყო: "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", ეს შეგვიძლია გავიგოთ ასე - გასაკეთეებლი კიდევ ბევრია ყაზბეგში და სტეფანწმინდაში და გავაკეთებთ აუცილებლად. ეს არის ჩემი პირადი დაპირება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა და პატრიარქმა სნოში ერთად მოილოცეს ვახტანგ გორგასლის ტაძარი, სადაც პატრიარქმა პრეზიდენტს ტაძრის ეზოში ახლად დადგმული ძეგლი აჩვენა. მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა. "მინდა გითხრათ, რომ  თქვენ ამაგრებთ ამ ხეობას თქვენი მუდმივი ჩამოსვლებით. ეს საოცარი ძეგლი, რომელიც შეიქმნა, ეს საოცარი ტაძარი, ხალხისთვის იმედის მიცემაა და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტეფანწმინდის დაცლის საფრთხე ყველას გათავისებული გვაქვს ."-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ილია მეორემ კი, ქართველი ხალხისა და ეკლესიის სახელით პრეზიდენტი დალოცა. "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შედგა ეს ვიზიტი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს რეგიონი ესაზღვერება რუსეთის ქვეყანას, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ ჩვენს რაიონს,  

მესაქონლეობა, მეცხვარეობა შესანიშნავი პერსპექტივაა რეგიონში. ამ კუთხით უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ იმყოფებით იმ რაიონში, სადაც მოღვაწეობდა ჩვენი დიდი წინაპარი შიოლა ღუდუშაური. წასულებისა და აქ მყოფთა სახელით, გისურვებთ ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი. ჩვენთან არს ღმერთი".-განაცხადა პატრიარქმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)