მაიკლ მეინვილი
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ნაყოფიერ ზოლზე დამსვენებლები მზეზე ირუჯებიან მაშინ , როცა ერთ დროს იზოლირებულ , დაუძლურებულ, აჯანყებულ რეგიონში კონსტრუქციის მშენებლები სანაპიროს მდიდრულ სასტუმროებს აშენებენ.
აჭარა, თურქეთის მოსაზღვრე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნახევრადტროპიკული რეგიონი საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ 15 წლის განმავლობაში ასლან აბაშიძის -მოსკოვისაგან ზურგგამაგრებული სეპარატისტი მოძალადის მიერ იმართებოდა, როგორც საკუთარი სამფლობელო.
აჭარა - ტეშეიარაღებული მცველების მიერ ჩამოცილებული ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან და ორგანიზებული კრიმინალის თავშესაფარი , საბჭოთა დროის კურორტი, ეკონომიკის დარგში უმოქმედო , მისი გრძელი პლაჟები კი სრულიად დაცარილებული იყო.
მაგრამ ამ ზაფხულს, თბილისისაგან მხარდაჭერილი უსისხლო აჯანყებიდან 6 წლის შემდეგ , რომლის დროსაც აბაშიძე მოსკოვში გაიქცა, აჭარის სანაპიროები კვლავ ტურისტებით იყო გადაჭედილი.
„ რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად შეიცვალა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყველა გრძნობს ამას."-განაცხადა რეგიონის 38 წლის მმართველმა ლევან ვარშალომიძემ ბათუმის ძველ ქალაქში მე-19 საუკუნის სახლებისა და სასტუმროების სარეკონსტრუქციო სამუშაოების დათვალიერების დროს .
აჭარისა და კერძოდ, ბათუმის ტრანსფორმაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული პროექტია, რომელიც 2004 წელს სათავეში მოსვლის შემდეგ, რეგიონის თბილისის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას საშინაო პოლიტიკის ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევს.
აჭარა კონტრასტულად გამოირჩევა მეზობელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - მოსკოვისაგან გამაგრებული 2 სეპარატისტული რეგიონისაგან, რომელიც საქართველომ ფაქტიურად 2008 წლის რუსეთთან ომის დროს დაკარგა.
ბოლო 6 წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ და კერძო ინვესტორებმა თითქმის 3 მილიორდი(2.3 მილიარდი) დააბანდეს რეგიონის დაქუცმაცებულ ინფრასტრუქტურაში, მიტოვებული შენობების აღდგენასა და ახალი სასტუმროების მშენებლობაში, -ამბობს ვარშალომიძე.
პრაქტიკულად არაფრისაგან აბაშიძის მმართველობის დროს, მომდევნო 2004 და გასულ წლებს შორის უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა რეგიონში 473 მილიონი დოლარი (368 მილიონი ევრო) მოიტანა.
ცვლილებები თვალშისაცემია ბათუმის სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც 8 კილომეტრის (5 მილი) სიგრძის ბულვარია ზღვასთან პალმის ხეებით, ახლად აშენებული რესტორნებითა და კაფეებით.
ამ ზაფხულს სანაპიროსთან ახლოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონი" და შუქურა - ბათუმის ჰორიზონტის დომინანტი , შთამბეჭდავი შენობა აშენდა.სამი უფრო მაღალი საერთაშრისო სასტუმროს - „რედისონის", „კემპინსკისა" და „ჰაიატის" მშენებლობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ მომდევნო 2 წელში გაიხსნება.
ქალაქი სრულიად შეცვლილია.
სტუმრები უკვე ეწვივნენ აჭარას , აბაშიძის მმართველობის პერიოდში მათი რიცხვი 100 000-ზე ნაკლები იყო წლიურად მაშინ, როცა გასულ წელს 550 000 , წელს კი 740 000 -ს უტოლდებოდა. ვარშალომიძის თქმით, ის 2012 წლისათვის 2 მილიონ სტუმარს ელოდება.
უმეტესად ქართველები იყვნენ, თუმცა ტურისტთა ერთ მესამედზე მეტს წელს უცხოეთიდან, ძირითადად, სომხეთიდან , თურქეთიდან და აზერბაიანიდან შეადგენდნენ.
ვარშალომიძე აცხადებს, რომ მთავრობა უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას გეგმავს ამ ქვეყნებიდან და ამასთანავე, იმედი აქვს, რომ ისეთი ქვეყნებიდან , სადაც აჭარას უკვე იცნობენ - უკრაინიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოსული სტუმრების რიცხვი გაიზრდება.
მთვრობის ძალისხმევას აჭარის მიმართ უნივერსალური აღიარება არ მოუპოვებია. საქართველოს ოპოზიციის მტკიცებით, სააკაშვილი შეპყრობილია ამ პროექტით და უზარმაზარ თანხებს საფუძვლიანი დაგეგმარებისა და კვლევის გარეშე ფლანგავს.
„ბათუმს ექსკლუზიურად და პირადად სააკაშვილი მართავს",-განაცხადა ბათუმიდან ლევან ბერძენიშვილმა - ოპოზიციონერმა აქტივისტმა „რესპუბლიკური"პარტიიდან.
„ საზოგადოების თანხების ხარჯვასა და უცხოელ ინვესტორებთან კავშირებში არ არსებობს გამჭვირვალობა. ზოგიერთი მთავარი პროექტი ისე განხორციელდა, რომ არავინ იცოდა, ვისგან ან როგორ იყო დაფინანსებული".
მიუხედავად ამისა, ბათუმის მცხოვრებნი მხარს უჭერდნენ და განცვიფრებულები იყვნენ თავიანთი ქალაქის ცვლილებით.
„ფანტასტიურია. ყოველ დღე ხედავ , რომ საქმე კეთდება და ახალი შენობა იქმნება. ქალაქი სრულიად შეცვლილია," - განაცხადა 31 წლის რამაზ დიასამიძემ , სანაპიროსთან მდებარე სუპემარკეტის მეპატრონემ.
„წინათ შეუძლებელი იყო სამსახურის შოვნა, ახლა კი ყველა დასაქმებულია. 5 წელიწადში ეს ახალი და თანამედროვე ქალაქი იქნება,"-აცხადებს იგი.
მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა იბრძვის, აჭარის გამოცოცხლება კიდევ უფრო იზიდავს ახალ მცხოვრებლებს. ბათუმის მოსახლეობა, რომელიც უკვე 2004 წლიდან დღემდე 100 000 - დან 140 000 - მდე გაიზარდა , სავარაუდოდ, მომდევნო 2 წელიწადში 200 000-ს მიაღწევს, - განაცხადა ვარშალომიძემ.
ვარშალომიძის თქმით, რეგიონის ტრანსფორმაცია იმდენად წარმატებული იყო, რომ თბილისი იმედოვნებს, ქვეყნის სხვა ტერიტორიებს მაგალითს მისცემს, თუ რას გულისხმობს რეინტეგრაცია საქრთველოში.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის განსხვავებული კულტურის ფესვები თურქეთთან არის დაკავშრებული, მათ შორის მუსლიმანური მოსახლეობა, აბაშიძის მმართველობის დროს სეპარატიზმი არასოდეს იყო გულწრფელი.
აფხაზებისა და ოსებისაგან განსხვავებით, აჭარელები ეთნკური ქართველები არიან და რეგიონს არ გამოუცდია ის სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტები, რისი მომსწრეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახდა ცენტრალური კონტროლიდან გამოსვლის დროს 1990 წლის დასაწყისში.
მაგრამ ვარშალომიძე ამბობს, რომ აჭარა ვერ გამოდგება ვიტრინად , განსაკუთრებით კი აფხაზეთის - საბჭოთა კავშირის შავი ზღვის მეორე კურორტისათვის.
„ მათ შეუძლიათ დაინახონ , რა ხდება ბათუმში და ეს კარგი მაგალითი იქნება იმის დასანახად , როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყვნენ ისინი საქართველოს ფარგლებში,"- განაცხადა მან. „და მიუხედავად იმისა, რომ აჭარელი ვარ, შემიძლია ვთქვა , რომ აფხაზეთს 10-ჯერ მეტი პოტენციალი აქვს".