Google+

რელიზები

08.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრ სტუბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრის დროს საუბარი ევროპასა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივებას და ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭერას შეეხო. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ერთი მთავარი გზავნილით ჩამოვიდა. „მოხარული ვარ, რომ  უფრო მშვიდ ვითარებაში მიმიღეთ, ვიდრე 2008 წელს. საქართველოში ერთი მთავარი გზავნილით ჩამოვედი. მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა ევრპოატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის  გზაზე,  ეს ეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას. ვფიქრობ, მალე დადგება ის დღე, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება"-განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრ სტუბს მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის  მნიშვნელოვან დროს მისი ქვეყნის მიერ გამოხატული დახმარების გამო. „თქვენ ყველაზე რთულ და  მნიშვნელოვან მომენტში დიდი წვლილი შეიტანეთ ჩვენს მხარდაჭერაში. საქართველო ისწრაფის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ თქვენი რჩევებით და გვჯერა თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს, ვფიქრობ, ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კარგად ვიცით, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, ვიცით როგორ გვეხმარებით, ამისათვის საქართველოს მთავრობის სახელი მადლობას გიხდით."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)